ლადო ბურდულმა “სიონი” ოფიციალურად დატოვა

ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორის თანამდებობა, ლადო ბურდულმა ოფიციალურად დატოვა. ბურდული გარკვეული პერიოდი მწვრთნელის რანგშიც ემსახურებოდა ბოლნისურ კლუბს.

ამ პერიოდის განმავლობაში კლუბმა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. გასულ სეზონში, “სიონმა” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი ითამაშა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა, სეზონი კი მეხუთე ადგილზე დაასრულა. გარდამავალ ჩემპიონატში, “სიონმა” კარგი შედეგები ვერ აჩვენა, ფლეი აუტის ორმატჩიან დუელში, ქობულეთის “შუქურასთან” დამარცხდა და პირველად, არსებობის განმავლობაში, უმაღლესი ლიგიდან გავარდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ვეტერანმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ვინ დაიკავებს გენერალური დირექტორის პოსტს და როგორ განვითარდება მოვლენები ბოლნისურ კლუბში, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.