ბუბა ტყავაძის პირველი კომენტარი “სიონის” გენერალური დირექტორის რანგში

ბოლნისის “სიონის” გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს ოფიციალურად ჩაიბარა ბუბა ტყავაძემ. იგი ბოლნისელებს დღეს შეხვდა და თავისი გეგმები გააცნო. ტყავაძემ ჩვენს ვებ–გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, გუნდში სახარბიელო მდგომარეობაა არაა, თუმცა ყველა სირთულის დასაძლევად სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია.

“პირველ რიგში კლუბში არსებულ სიტუაციას გავეცანი და უნდა ითქვას, რომ სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არაა, განსაკუთრებით ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი. ჯერჯერობით გუნდი მზად არაა მზადების პროცესის დასაწყებად, ვგულისხმობ ვარჯიშებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დაწყებული გვაქვს სასელექციო პროცესი.
უახლოეს პერიოდში წარვადგენთ ახალ სამწვრთნელო შტაბს, ვითამაშებთ ისევ ბოლნისის სტადიონზე და იმედი მაქვს ადგილობრივები აქტიურად დაუდგებიან გუნდს გვერდში. გააზრებული გვაქვს რა რთული სიტუაციაში ვართ, მთავარია კლუბი მალე დადგეს ფეხზე, გაძლიერდეს და დაუბრუნდეს თავის კუთვნილ ადგილს, უმაღლეს ლიგაში”, – აღნიშნა “სიონის” ახლმა გენერალურმა დირექტორმა.

ვინ იქნება “სიონის” მთავარი მწვრთნელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.