ბუბა ტყავაძე: “ჟორჟიკაშვილმა კარგად იცის ფეხბურთელების შერჩევა”

საფეხბურთო ხედვა, მოთხოვნები და საქმისადმი შემართება, ეს ის ძირითადი პრინციპებია, რის გამოც ბუბა ტყავაძემ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კობა ჟორჟიკაშვილს შესთავაზა.

“სიონის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, ჟორჟიკაშვილი მოახერხებს ისეთი გუნდის შექმნას, რომ კლუბმა დასახულ მიზანს მიაღწიოს.
” ჩემპიონატისთვის მზადება დღეს დავიწყეთ. გუნდს კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის. ვიცი მისი ხედვა, მოთხოვნები და საქმისადმი შემართება. გარდა ამისა, მან კარგად იცის ფეხბურთელების შერჩევა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გუნდში მომეწვია. იმედი მაქვს ის ფეხბურთელები შეიკრიბებიან ჩვენს გარშემო, რომლებიც პირველ რიგში ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და იმ მიზნებისთვის იბრძოლებენ, რა მიზანიც გუნდს აქვს. ეს კი, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა, – აღნიშნა ბუბა ტყავაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.