ბუბა ტყავაძის კომენტარი საწევრო გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით

ბოლნისის “სიონის” გენერალურმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების საწევრო გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით “აიპრსთან” კომენტარი გააკეთა.

ტყავაძის თქმით, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, “სიონში” ბიუჯეტი ისე იქნება გათვლილი, რომ ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე პრობლემა არ შეექმნებათ.

“ჯერ ახალი დებულებაც კი არ მიგვიღია, რომელიც აღმასკომზე დაამტკცეს. ეს უკვე თავისთავად ძალიან ცუდია. ლამისაა, ჩემპიონატი იწყება და დებულება არ გვაქვს. დაამტკიცეს, რომ 60 ათასი ლარია – ისიც არ ვიცი, როგორ არის გადანაწილებული, რა თანხაა, სამონაწილეო პრო2-ში, რა ჭაბუკებისთვის. ხომ ვერ მეტყვით, ესეც არ ვიცი.
– 60 ათასი, პრო2, 19-წლამდელები 10 ათასი, 17 და 15-წლამდელები – 5-5 ათასი ლარი.
– ჯამში 80 ათასი გამოდის. სამი ასაკობრივი გვაქვს. როდესაც ფეხბურთის განვითარების ფონდი გვეუბნება, რომ ყველა კლუბს ექნება დაფინანსება და როგორც დაადგინა, პრო2-ში ეს 700 ათასი ლარია, მაშინ არ ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს 700 ათასი ლარი, გამოდის, რომ ეს თანხა 620 ათასი ლარია. ეს მინდა ვთქვა, დანარჩენს, ყველა თავის თავად მიხვდება. გამოდის, 80 ათას ლარს უკან ვაბრუნებთ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ფაქტიურად, სეზონი უკვე იწყება და ჯერ კიდევ გვიჭირს ფეხბურთელებთან საუბარი. არ ვიცით, რა შემოსავალი გვექნება. სახელფასო ფონდიც კი დავალიანებებით, გაგვიჭირდება ამ თანხაში ჩავჯდეთ, რითიც ფონდი გვაფინანსებს, მაგრამ, ყველანაირად ვცდილობთ, ავიყვანოთ ფეხბურთელები, მათი ხელფასები იყოს დაბალი, რომ ბიუჯეტი ისე იყოს გათვლილი, ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე პრობლემები არ შეექმნათ. დიდი მადლობა მოთამაშეების მიმართ, ისინი გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს. ბევრმა, იმ გასამრჯელოზე, რაც წესით ეკუთვნით, უარი თქვეს, თავიანთი თანხების დათმეს, გუნდისთვის გადადგეს ეს ნაბიჯი, რომ დახმარებოდნენ მას”, – განაცხადა ბუბა ტყავაძემ.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.