Archive for March, 2017

მსაჯთა ბრიგადა ცნობილია – “მერანი” VS “სიონი”

დასრულდა სანაკრებო პაუზა და ხვალიდან ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “სიონი” “მერანს” მურთაზ ხურცილავაზე”

ბუბა ტყავაძის ინტერვიუ “სტარვიზიასთან”

სამიდან სამი მოგება და სატურნირო ცრილის ლიდერობა, – ასეთი შედეგი აქვს ეროვნულ ლიგა ორში მოასპარეზე ბოლნისიის სიონს სამი ტურის შემდეგ. რა ცვლილებები განხორციელდა გუნდში რა რისთვის იბრძოლებს სიონი, – ბოლნისური გუნდის შესახებ “სტარვიზიასთან” სიონის დირექტორმა ბუბა ტყავაძემ ისაუბრა.

გიორბელიძის 45 წუთი ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ისლანდიელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.

ტურის სიმბოლურში ორი ბოლნისელი მოხვდა

ახალი ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი, სპორტულმა გვერდმა, “სპორტ ექსპრესმა”გამოავლინა, სადაც ორი ბოლნისელი ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში “სიონის” ახალწვეულები – თავდამხსმელი ჯაბა დვალი და ნახევარმცველი ივანე ხაბელაშვილი შეიყვანეს.

გიორბელიძეს ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ისლანდიელებთან სათამაშოდ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაშია, “სიონის” ნახევარმცველი გურამ გიორბელიძე.

ივანე ხაბელაშვილი:”არ გვაქვს უფლება წავაგოთ, მითუმეტეს სახლში”

“ცხინვალთან” მატჩში ბოლნისელები ივანე ხაბელაშვილმა დააწინაურა. “სიონის” ახალწვეულმა ანგარიში მე–10 წუთზე გახსნა. მატჩის შემდეგ, მან ჩვენს ვებ გვერდთან კომენტარი გააკეთა, სადაც გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადუხადა.

“გუნდმა ხასიათი გამოავლინა” – კობა ჟორჟიკაშვილი

“ცხინვალთან” აღებული სამი ქულის შემდეგ, “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა თამაში შეაფასა. მისი თქმით, გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მოსაგებად ბოლომდე იბრძოლა.

“სიონი” 9 ქულით ეროვნულ ლიგა 2–ს ლიდერობს

ეროვნული ლიგა 2–ის მესამე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა” “ცხინვალს” “ბენდელაზე” უმასპინძლა და ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

ბოლნისის “სიონი” საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას “ცხინვალთან” გამართავს. დისკვალიფიკაციის გამო, ბოლნისელებს, ამჯერადაც საშინაო მატჩის ჩატარება, თბილისში, “ბენდელას” სტადიონზე უწევთ.

ბოლნისელი გულშემატკივრის საყურადღებოდ!

ტრანსპორტი თბილისის მიმართულებით, ხვალ, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონიდან, 12:00 საათზე გავა. წამომსვლელთა მსურველებმა გთხოვთ, მიმართოთ გულშემატკივართა მეკავშირეს, პაატა გოგშელიძეს.

Developed byMaker Ltd.