“გუნდმა ხასიათი გამოავლინა” – კობა ჟორჟიკაშვილი

“ცხინვალთან” აღებული სამი ქულის შემდეგ, “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა თამაში შეაფასა. მისი თქმით, გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მოსაგებად ბოლომდე იბრძოლა.

“ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ არცერთი თამაში არ გვექნება ადვილი. ყველა თამაშს მაქსიმალური ყურადღება და კონცენტრაცია სჭირდება. დღევანდელი თამაშიც მაგის მაგალითი იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფლობდით უპირატესობას, თუმცა ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, სამაგიეროდ ამოქმედდა ფეხბურთის კანონი და დავისაჯეთ. შეხვედრის მიწურულს საკუთარ კარში გოლი მივიღეთ. ერთის მხრივ ეს კარგი იყო, გუნდმა გამოავლინა ხასიათი, არ დანებდა და დამატებით დროში მოვახერხეთ გამარჯვების გოლის გატანა. მთლიანად რაც შეეხება მარტის თვეს, მაქსიმალური ქულების რაოდენობთ დავამთავრეთ. რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს, ჩემპიონატის რადგან გრძელი მარათონია და ყველაფერი წინაა. მთავარია ბოლომდე მობილიზებულები ვიყოთ”, – განაცხადა კობა ჟორჟკაშვილმა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.