ივანე ხაბელაშვილი:”არ გვაქვს უფლება წავაგოთ, მითუმეტეს სახლში”

“ცხინვალთან” მატჩში ბოლნისელები ივანე ხაბელაშვილმა დააწინაურა. “სიონის” ახალწვეულმა ანგარიში მე–10 წუთზე გახსნა. მატჩის შემდეგ, მან ჩვენს ვებ გვერდთან კომენტარი გააკეთა, სადაც გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადუხადა.

“ძალიან კარგი შედეგია ჩვენთვის. სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერები ვართ. მოტივაცია დიდი გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, ბოლომდე ვიხარჯებით წარმატების მისაღწევად. არ გვაქვს უფლება წავაგოთ, მითუმეტეს სახლში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას ვგრძნობთ მათგან. ჩვენც ათმაგად ვცდილობთ დავაფასოდ და გავახაროთ ჩვენი კარგი თამაშით”, – განაცხადა ხაბელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბელაშვილმა “სიონის” მაისურით ორი გოლი გაიტანა, მან პირველად, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს თასის 1/6 ფინალში გამოიჩინა თავი.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.