“სიონი” 9 ქულით ეროვნულ ლიგა 2–ს ლიდერობს

ეროვნული ლიგა 2–ის მესამე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა” “ცხინვალს” “ბენდელაზე” უმასპინძლა და ანგარიშით – 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე–10 წუთზე ხაბელაშვილმა გახნა. სტუმრებმა, თამაშის 89–ე წუთზე გაათანაბრეს, დაცვის შეცდომით მაქაცარიამ ისარგებლა. თამაშის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, როცა ჯაბა დვალმა შეხვედრის დამატებულ წუთზე გაიტანა და ბოლნისელებს სამი ქულა მოუტანა.
სამი ტურის შემდეგ, “სიონი” ერთადერთი გუნიდა, რომელიც ეროვნულ ლიგაში 2–ში ქულადაუკარგავად ასპარეზობს. კობა ჟორჟკაშვილის გუნდს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

თბილისი. ბენდელას სტადიონი.
III ტურის მატჩი. სიონი – ცხინვალი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ხაბელაშვილი 10′, 1:1 მაქაცარია 89′, 2:1 დვალი 90+1

გაფრთხილება: გიორბელიძე 63′ თევზაძე 53′ ( ორივე სიონი), ოლუვა 43′, მაქაცარია 69′, ქრისტესიაშვილი 55′ ( სამივე ცხინვალი)

სიონი: ზარქუა, კირკიტაძე, კალანდაძე (ჯაფიაშვილი 57′) თევზაძე, გიორბელიძე, მანაგაძე, გურეშიძე, კოშკაძე (კოუალკო 63′), სიხარულია (ლილუაშვილი 79′), ხაბელაშვილი, დვალი (კაპ);

სათადარიგო: მაქაცარია, ნემსაძე უგულავა, ჭეიშვილი;

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

ცხინვალი: მელნიჩენკო, კენჭაძე (ქრისტესაშვილი 46′), ცერცვაძე, ლომსაძე, ოლუვა (ლეჟავა 49′), სულთანიშვილი, გადრანი, კასრელიშვილი, ქოჩლაძე (გვალია 65′), მაქაცარია, თათხაშვილი;

სათადარიგო: კერესელიძე, გელაშვილი, ვაწაძე, წიწივაძე;

მთავარი მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი

მთავარი არბიტრი: დავით ხარიტნაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.