Archive for April, 2017

დვალის ჰეთრიკი და კოშკაძის გოლი – „სიონმა“ პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურში, ბოლნისის „სიონი“ წყალტუბოს „სამგურალს“ მარტვილში, „მურთაზ ხურცილავაზე“ ესტუმრა და ანგარიშით – 4:2 დაამარცხა. ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი წრე გამარჯვებით დაასრულეს.

IX ტური. სამგურალი vs სიონი – გუნდების შემადგენლობა

ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრა წყალტუბოს “სამგურალსა” და ბოლნისის “სიონს” შორის, რამდნეიმე წუთში, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე დაიწყება.

IX ტური. სამგურალი vs სიონი – მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრას ბოლნისის “სიონი”, სტუმრად, წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავს. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა წინა ტურში ლანჩხუთის “გურია” დაამარცხა (4:2) და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ბოლნისელები ტურის სიმბოლურში

ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის სიმბოლური გუნდი, სპორტულმა გვერდმა, „სპორტ ესპრესმა“ გამოავლინა, სადაც სამი ბოლნისელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში შევიდნენ – „სიონის“ კაპიტანი და გოლეადორი ჯაბა დვალი და ცენტრალური მცველი, ზურაბ თევზაძე. საუკეთსო მწვრთნელად “სიონის თავკაცი კობა ჟორჟიკაშვილი დასახელდა.

„სიონი“ თასის გათამაშებას გამოეთიშა

„სიონი“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ბოლნისელები ხონის ცენტრალურ სტადიონზე, მინიმალური ანგარიშით – 1:0 დამარცხდნენ. „იმერეთმა“ ერთ რაუნდიან მატჩში, მეოთხეფინალის საგზური 90-ე წუთზე მოიპოვეს.

საქართველოს თასის 1/8 ფინალური მატჩი – გუნდების შემადგნლობა ცნობილია

ხონის ცენტრალურ სტადიონზე, რამდენიმე წუთში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის მერვედფინალური მატჩის შეხვედა დაიწყება. ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა მეოთხედფნალური საგზურის მფლობელის ვინაობა.

„სიონმა“ დვალის ჰეთრიკით და თევზაძის გოლით მოიგო

ეროვნული ლიგა 2-ის მერვე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის „სიონმა“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და ანგარიშთ – 4:2 დაამარცხა.

გუნდების შემადგენლობა ცნობილია

ეროვნული ლიგა 2-ის მერვე ტურის შეხვედრას, ბოლნისის “სიონი” თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ გამართავს შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

მსაჯთა ბრიგადა ცნობილია – სიონი vs გურია

ეროვნული ლიგა 2-ის მერვე ტურის შეხვედრას ბოლნისის “სიონი”, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონე, ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ გამართავს. ბოლნისელბი შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ზვიად სიხარულია ვერ დაეხმარება. უდანაკლისოდ არიან სტუმრები.

U 19 ლიგა. “სიონმა” “დილა” დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდელთა ჩემპიონაის მე-7 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა”, დაბა კაზრეთში გორის “დილას” უმასპინძა და ანგარიშით – 2:1 დაამარცხა. ბოლნისელმა გივი ხეცურიანის დუბლით იმარჯვეს.

Developed byMaker Ltd.