“სიონი” “ვიტ ჯორჯიას” “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლებს

დისკვალიფიკაციის ამოწურვის შემდეგ, ბოლნისის “სიონი” პრველ საშინაო მატჩს, „თამაზ სტეფანიაზე“ „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მეექვსე ტურს ბოლნისელები კვლავ დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს – თავდამსხმელი ჯაბა უგულავა და ნახევარმცველი გურამ გიორბელიძე ვერ დაეხმარებიან. დანაკლისის გარეშეა სტუმარი გუნდი.

წინა ტურში კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ტყიბულის “მეშახტე” ანგარიშით – 2:0 დაამარცხეს, “ვეტერინარებმა” კი, საკუთრა მოედანზე, მარტვილის “მერანთან” 3:1 წააგეს.

გათამაშების ცხრილში, ბოლნისელები მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო თბილისლები მეექვსე პოზიციაზე არიან.

“სიონი” – “ვიტ ჯორჯიას” მატჩს, ხარიტონაშვილის განსჯის, მას გაბისონია, მაჩიტიძე და კიკორია დაეხმარებიან.

შეხვედრა, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, კვირას, 9 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.