ქვემო ქართლელთა ბრძოლა სამი ქულისთვის – “რუსთავი” vs “სიონი”

ეროვნული ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში, ბოლნისის “სიონი” “რუსთავს” ესტუმრება. ქვემო ქართლელთა დუელი, ხვალ, “ფოლადის” სტადიონზე შედეგბა.

ორივე გუნდისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ წინა ტუში, ჟორჟკაშვილის და კილასონიას გუნდებმა თამაში დათმეს. “სიონი” საკუთარ მოედანზე “ვიტ ჯორჯიასთან“ დამარცხდა (0:2), ხოლო “რუსთავმა” მარტვილში წააგო (2:1).
ბოლნისელები რუსთავში დანაკლისით ჩადიან. დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს – თავდამსხმელი ჯაბა უგულავა და ნახევარმცველი გურამ გიორბელიძე ვერ დაეხმარებიან.

ექვსი ტურის შემდეგ „სიონი“ 12 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ხოლო “რუსთავი” 7 ქულით მექვსეზეა.
“სიონი” – “რუსთავის” მატჩს, სილაგავა განსჯის. მას უკლება, ჟვანია და ხუბულური დაეხმარებიან.

შეხვედრა, ხუთშაბათს, 13 აპრილს, რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე, 16:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.