მეშვიდე ტური წარუმატებელი გამოდგა

ბოლნისის “სიონისთვის” მეშვიდე ტური წარუმატებელი გამოდგა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი, რუსთავში ადგილობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით – 1:0 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი “სიონის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ზვიად ლობჯანიძემ მატჩის საწყის წუთებში გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებს დაბნეულობა შეეტყოთ, რითაც მასპინძებმა ისარგებლეს და სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. რუსთაველებს ბევრი მომენტი ქონდათ ანგარიშის გაზრდის, მაგრამ ბოლნისელთა მეკარე თორნიკე ზარქუა კარგად იცავდა კარს, რიგ შემთხვევებშიც მასპინძებს სიზუსტე აკლდათ.
შეხვედრის მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. ბოლნისელებმა სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ვერ ასახეს და ქულის გარეშე დარჩნენ.
“სიონი” მორიგ შეხვედრას ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, “გურიას” წინააღმდეგ გამართავს.
შვიდი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში “სიონი” 12 ქულით მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა.

რუსთავი. ფოლადის სტადიონი.

VII ტური. რუსთავი – სიონი 1:0

გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე 10’

გაფრთხილება: ბრაჭული 74’ (რუსთავი), სიხარულია 37’, ჯაფიაშვილი 55’, კირკიტაძე 64’ (სამივე სიონი);

რუსთავი: ალავიძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, კილაძე, გოგინაშვილი (ჩიმაკაძე 81’), მეტრეველი (ციცვიძე 83’), ლობჯანიძე, მინდორაშვილი, სიჭინავა (კაპ), ბრაჭული, ცაცკრიალაშვილი( ქათამაძე 63’).

სათადარიგო: მერლანი, ნარიმანიძე, გოცაძე, გუჯაბიძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასნია

სიონი: ზარქუა, კირკიტაძე, თევზაძე, ჯაფიაშვილი, სვანიძე, გურეშიძე (კალანდაძე 45’), სხარულია (ჭეიშვილი64’), კოშკაძე, ლილუაშვილი (კოუოკო 69’), დვალი (კაპ), მანაგაძე;

სათადარიგო: მაქაცარია, ნემსაძე, ყურაშვილი, აღდგომელაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.