„სიონმა“ დვალის ჰეთრიკით და თევზაძის გოლით მოიგო

ეროვნული ლიგა 2-ის მერვე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის „სიონმა“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და ანგარიშთ – 4:2 დაამარცხა.

„თამაზ სტეფანიაზე“ მოსუმა გულშემატკივარმა გატანილი ექვსი გოლი იხილა. გოლების სერია „სიონის“ კაპიტანმა დაიწყო და მანვე დაასრულა. დვალმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, კაშიამ 30-ე წუთზე გაათანაბრა. გუნდები შესვენებაზე სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ბოლნისელებმა უფრო აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს, რასაც შედეგი 53-ე წუთზე მოყვა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე თევზაძემ თავით კარგად ითამაშა და სტუმართა მეკარე უშანსოდ დატოვა -2:1. თევზაძის თავურის შემდეგ, ზუსტად 14 წუთში, ჯაბა დვალმა დუბლი გაიფორმა. 85-ე წუთზე სოსო მალანიამ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა სამ წუთში „სიონის“ გოლეადორმა თამაშს წერტილი დაუსვა – 4:2!

ჯაბა დვალმა რვა შეხვედრაში შვიდი ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. გამოცდილი თავდამსხმელი პირველ ადგილოსან, დათა სიჭნავას ერთი ბურთით ჩამორჩება. „სიონის“ მაისურით მეორე გოლი გაიფორმა ცენტრალურმა მცველმა – ზურაბ თევზაძისთვის.

გათამაშების ცხრილში „სიონი“ ორი საფეხურით დაწინაურდა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს 15 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.
“სიონი” მორიგ შეხვედრას, 30 აპრილს “სამგურალის” წინააღმდეგ გამართავს.

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”

სიონი – გურია 4:0(1:1)

გოლები: 1:0 დვალი 18′, 1:1 კაშია 30′, 2:1 თევზაძე 53, 3:1 დვალი 67′, 3:2 მალანია 85′ 4:2 დვალი 88′

გაფრთხილება: ნარიაშვილი 88′, ბენაშვილი 90+3 ( ორივე გურია), ჭეიშვილი 90+2′

სიონი: ზარქუა, ნემსაძე, ჯაფიაშვილი, სვანიძე, თევზაძე, კოშკაძე, კოუოკო (ყურაშვილი 75′), უგულავა (გურეშიძე 63′), მანაგაძე, დვალი (კაპ), კირკიტაძე (ჭეიშვილი 46′);

სათადარიგო: მაქაცარია,ლილუაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟკაშვილი

გურია: ძაგანია (ხვედელიძე 46′), ბენაშვილი (კაპ), მოსიძე, კუსიანი (ბახია 46′), მეგრელიშვილი, შენგელია, მალანია, კაშია, კოტრიკაძე, ტყემალაძე ( ნარიაშვილი 57′), გოგუაძე;

სათადარიგო: ბარბაქაძე, ლაბაძე, ზაია სარგის ზადე, კიკნაველიძე;

მთავარი მწვრთნელი: გიგლა იმნაძე

მთავარი არბიტრი: დავით სანოძე

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.