IX ტური. სამგურალი vs სიონი – მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრას ბოლნისის “სიონი”, სტუმრად, წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ გამართავს. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა წინა ტურში ლანჩხუთის “გურია” დაამარცხა (4:2) და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

სტუმრებისგან განსხვავებით, უხასიათოდ არიან მასპინძლები – “სამგურალმა მარტვილის “მერანთან” გამანადგურებელი ანგარიშით (4:0) წააგო და ცხრილის მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

მიმდინარე ჩემპიონატში, “სიონმა” რვა თამაშიდან მოიგო ხუთი და წააგო სამი. გაიტანა თერთმეტი, მიიღო შვიდი ბურთი და დააგროვა თხუთმეტი ქულა.

“სამგურალი” – “სიონის” მატჩს, ყრუაშვილი განსჯის, მას კოკაია, ჭიჭინაძე და ნაკაიძე დაეხმარებიან.

შეხვედრა მარტვილში, თამაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, 30 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება.

VIII ტური. სიონი – გურია (ვიდეო მიმოხილვა)

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.