“ზუგდიდი” – “სიონის” მატჩს კიკაჩეიშვილი განსჯის

ეროვნული ლიგა 2-ში ასპარეზობა “სიონმა” ზუგდიდთან მატჩით დაიწყო. ბოლნისელებმა პირველ ტურში ზუგდიდელებს “ბენდელაზე” უმასპინძეს და ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს. ხვალ, მეათე ტურის შეხვედრაში ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. “ზუგდიდი” “სიონს” ზედა ეწერის სტადიონზე უმასპინძლებს.

მეორე წრეს მასპინძლები ცვლილებებით ხვდებიან. ზუგდიდიური გუნდი დატვა, მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ამ მოვალეობას მისი ასისტენტი მამუკა ჭაჭუა შეასრულებს. ზუგდიდელები მეათე ტურს დანაკლისით ხვდებიან, დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ირაკლი ჟვანია ვერ დაეხმარება. უდანაკლისოდა “სიონი”.

ეროვნული ლიგა 2-ის პირელი წრე „სიონმა“ გამარჯვებით დაასრულა. “სამგურალს” მარტვილში ესტუმრა და 2:4 დაამარცხა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა. “სიონმა” ცხრა თამაშიდან მოიგო ექვსი, წააგო სამი. გაიტანა თხუთმეტი ბურთი და მიიღო ცხრა. ცუდი სატურნირო მდგომარეობა აქვს ჩვენს მეტოქეს, „ზუგდიდმა“ პირველი წრე მოგების გარეშე დაასრულა. ითამაშა ერთი ფრე და ცხრილის ბოლო ადგილოსანია.

ზუგდიდი – სიონის მატჩს კიკაჩეიშვილი განსჯის, მას მაჩიტიძე, კუპატაძე და ნაკაიძე (სათადარიგო) დაეხმარებიან.

შეხვედრა, 5 მაისს, ზედა ეწერის სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება.

IX ტურის მატჩის ვიდეო მიმოხილვა სამგურალი – სიონი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.