სიხარულიას გოლით „სიონი“ მეორე ადგილს დაუბრუნდა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონმა” “გაგრა” მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა და მეორე ადგილი დაიბრუნა. ზვიად სიხარულიას გოლი ერთადერთი აღმოჩნდა “თამაზ სტეფანიაზე” გამართულ შეხვედრაში.

შეტევა ჯაბა დვალმა წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ლაშა მანაგაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი გაგრას” მცელს მოხვდა. დასწრებაზე სიხარულიამ ითამაშა კარგად და მეკარე უშანსოდ დატოვა.
თერთმეტი ტურის შემდეგ, კობა ჟორჟკაშვილის გუნდმა 24 ქულა დააგროვა და ცხრილის მეორე პოზიციაზე გადანაცვა.

“სიონი” მორიგ შეხვედრას, კვირას, 14 მაისს, „ცხინვალის“ წიმააღმდეგ გამართავს.

სიონი – გაგრა მიმოხილვა
XI ტური. ბოლნისი. თამაზ სტეფანია

სიონი – გაგრა 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ზვიად სიხარულია 20′

გაფრთხილება: გიორბელიძე 73′ (სიონი), გეთიაშვილი 31′ ნადირაძე 68′, ტყეშელაშვილი თ. 80′ (სამივე გაგრა)

გაძევება: გეთიაშვილი 68′

სიონი: 22. ზარქუა, 3. ნემსაძე, 18. სვანიძე, 20. ჯაფიაშვილი, 23. კირკიტაძე, 99. კოუოკო (2. გიორბელიძე 68′), . 7. კოშკაძე (88. გურეშიძე 0+1), 10. უგულავა ( 8. ყურუაშვილი 60′), 77. სიხარულია, 11. დვალი (კაპ), 9. მანაგაძე;

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გაგრა: 1. ნადირაძე, 15. გეთიაშვილი, 5. ტყემალაძე, 23. ჯიშკარანი, 2. ლცენკო, 19. კიკნაძე, 13. მოსიაშვილი (10. პაპავა 65′), 8. ქურდაძე (4. ჯგერენაია 74), 14. ქანთარია (11. ტყეშელაშვილი 74′), 9. კახიანი, 21. ხინთაბაძე;

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

მთავარი არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.