“ცხინვალი” “სიონს” “მცხეთა პარკზე” უმასპინძლებს – მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

ბოლნისის “სიონი” ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს. ბოლნისელები მეთორმეტე ტურში, „ცხინვალს“ „მცხეთა პარკზე“ ესტუმრებიან და მორიგ სამი ქულის აღებას ეცდებიან.

წინა ტურში კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა „გაგრა“ დაამარცხა (1:0) და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს დაუბრუნდა. “სიონისგან განსხვავებით, მეთერთმეტე ტური წარუმატებელი გამოდგა „ცხინვალისთვის“, რომელმაც სტუმრად, “მერანთან” 3:1 წააგო.
“სიონმა” 11 თამაშიდან მოიგო რვა მატჩი და წააგო სამი. გაიტანა ცხრამეტი ბურთი და საკუთარ კარში მიიღო თერთმეტი. 24 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილოსან „მერანს“ კი, 4 ქულით ჩამორჩება.

“ცხინვალი” – “სიონის” შეხვედრას ბასლეჰო უმსაჯებს. მას ჟვანია, ბლიაძე და ხუბულური დაეხმარებიან.

შეხვედრა მცხეთაში, “მცხთა პარკზე”, კვირას, 14 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

XIტურის მიმოხილვა. სიონი – გაგრა 1:0

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.