ტურის ცენტრალურ მატჩს კვირიკაშვილი განსჯის

ეროვნული ლიგა 2-ის მეცამეტე ტურის ცენტარალური მატჩი ბოლნისში გაიმართება. სატურნირო ცხრილის ლიდერები სამი ქულისთვის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე იბრძოლებენ. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი, მზადაა, ლიდერს, ოქროს ქულებისთვის ებრძოლოს.

“სიონი” “მერანს” ხუთი ქულით ჩამორჩება.

წინა ტურში ორივე გუნდმა ქულები დაკარგა – “სიონმა” აუცაიდერ “ცხინვალთან” მოულოდნელი მარცხი განიცადა, “მერანმა” კი, “მეშახტესთან” ფრე ითამაშა. ცხინვალი – სიონი მიმოხილვა

ხვალინდელ შეხვედრას, “სიონი” უდანაკლისოდ ხვდება. სტუმრებს კი დისკვალიფკაციის გამო, ვაჟა ლომაშვილი დააკლდებათ.

ტურის ცენტრალურ მატჩს, კვირიკაშვილი განსჯის, მას აფციაური, ჟივიძე და ქუხილავა დაეხმარებიან.

მატჩი, 20 მაისს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.