“მეშახტე” “სიონს” ვანში უმასპინძლებს – მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

ეროვნული ლიგა 2-ის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას “სიონი”, სტუმრად, “მეშახტეს” წინააღმდეგ გამართავს. ტყიბულელები ვანში გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე გვიმასპინძლებენ.

წინა ტურში, ბოლნისელებმა სერიოზული დანაკლისი განიცადეს. “მერანთან მატჩში, კვირიკაშვილმა, ნახევარმცველი, გურამ გიორბელიძე გააძევა. ყვითლების გამო, შეხვედრას თორნიკე კირკიტაძეც გამოტოვებს. ამ მხრივ უდანაკლისოდაა მასპიძელი.მიუხედავად დანაკლისისა, კობა ჟორჟკაშვილის გუნდში საბრძოლო განწყობაა.

მეცამეტე ტურში ბოლნისელები ცხრილის მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ. მეორე ადგილზე მყოფი “რუსთავი” ერთი ქულით გვისწრებს, ერთი ქულით ჩამოგვრჩება მდევარი “გაგრაც”. გამომდინარე აქედან, ბოლნისელებისთვის “მეშახტესთან” სამ ქულას ოქროს ფასი აქვს.

მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობ, “სიონის” კაპიტანი – ჯაბა დვალი. მან ცამეტ ტურში 12 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “სიონის” თავდამსხმელი ერთადერთია, რომელსაც ლიგა 1-შიც და ლიგა 2-შიც ყველაზე მეტი ბურთი აქვს გატანლი.

“მეშახტე” – “სიონის” მატჩს, ნინუა განსჯის, მას ახვლედიანი, კურტანიძე და ტუღუში დაეხმარებიან.

შეხვედრა, ოთხშაბათს, 20 მაისს, ვანში, „გრიგოლ ნიკოლეიშვილზე“, 17:00 საათზე გაიმართება. მე-13 ტურის მიმოხილვა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.