ბოლნისელების მეცხრე მოგება – “სიონმა” “მეშახტე” ჯაბა დვალის გოლით დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2-ის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში, ბოლნისის “სიონი” ტყიბულის “მეშახტეს”, ვანში, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბოლნისელთა კაპიტანმა ჯაბა დვალმა, 11-მეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. დვალისთის ეს მიმდინარე ჩემპიონატში, მეცამეტე გოლია. იგი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ბოლნისელებმა “მეშახტესთან” ოქროს ფასის სამი ქულა მოიპოვეს. “სიონი” სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე დარჩა. ჩამორჩენა მეორე ადგილოსან “რუსთავთან” ერთ ქულამდე შეამცირა. პირველ ადგილოსან “მერანთან” სხვაობა კი, ხუთი ქულაა.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მორიგ შეხვედრას, “მცხეთა პარკზე”, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ, 28 მაისს, 17:00 საათზე გამართავს. შახტარი – სიონის მატჩის მიმოხილვა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.