“სიონი” “მცხეთა პარკს” ეწვევა – რევანშის დროა!

“სიონი” მორიგ შეხვედრას მცხეთაში, “მცხეთა პარკზე”, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს.
მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში ბოლნისელები თბილისელებთან ანგარიშით – 2:0 დამარცხდნენ.

ეროვნული ლიგა 2-ის მეთოთხმეტე ტური წარმატებული გამოდგა “სიონისთვის”.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა, ვანში, “მეშახტე” დაამარცხა, დააგროვა 28 ქულა და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა. წარუმატებელი ტური გამოდგა კობიაშვილის გუნდისთვის. “ვიტ ჯორჯია” “მერანს” მარტვილში ესტუმრა და ანგარიშით – 2:0 დამარცხდა. “ვიტ ჯორჯიას” 21 ქულა აქვს და ცხრილის მეექვსე ადგილზეა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.