მსაჯთა ბრიგადა ცნობილია – სიონი vs რუსთავი

ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტურში, ბოლნისის სიონი , გათამაშების ერთ – ერთ  ლიდერ რუსთავს დაუპირისპირდება. მატჩი, პარასკევს, 2 ივნისს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში გუნდები ერთმანეთს “ფოლადზე” დაუპირისპირდნენ, რომელიც  რუსთაველთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი  მე-10 წუთზე, ყოფილმა სიონის მოთამაშემ, ზვიად ლობჯანიძემ გაიტანა.  ამ შეხვედრაში ბოლნისელებს ორი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ყავდა. ამჯერად უდანაკლისოდაა კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი.  დანაკლისის გარეშე ჩამოდის რუსთავიც.

თხუთმეტი ტურის შემდეგ, სიონი 28 ქულით ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა. აქვს 9 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება. გატანილი აქვს 24 გოლი, ხოლო   საკუთარ კარში მიღებული აქვს 20 ბურთი.

რამდენიმე ტურია ბომბარდრების დავას ერთპიროვნულად ლიდერობს სიონის კაპიტანი, ჯაბა დვალი. მან ყველაზე მეტი – 14 გოლი გაიტანა.

სიონი – რუსთავის მატჩს, ნინუა განსჯის, მას ჭიჭინაძე, ახვლედიანი და ფიფია დაეხმარებიან.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.