წარუმატებელი მეთექვსმეტე ტური და დვალის მეთხუთმეტე გოლი

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის სიონმა  რუსთავს “თამაზ სტეფანიაზე” უმასპინძლა და ანგარიშით – 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან, რუსთაველთა გოლიადორმა, დათა სიჭინავამ გახსნა. ზუსტად შვიდ წუთში, სტუმრები ბესიკ ჩიმაკაძემ დააწინაურა. გუნდები შესვენებაზე სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ. 

პაუზის შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ისევ სუსტად და გადაღლილი გამოიყურებოდა, რითაც სტუმრებმა კარგად ისარგებლეს. დაცვაში სვანიძის შეცდომით ქათამაძემ ისარგებლა და 82-ე წუთზე, ანგარიში – 0:3 გახადა. 

ბოლნისელებმა ერთადერთი გოლი, შეხვედრის მიწურულს გაიტანეს. მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირმა  და სიონის კაპიტანმა, 11-მეტრანის ნიშნულიდან ალავიძეს აუღებელი დაურტყა და თავის მეთხუთმეტე გოლი მიითვალა. 

მიუხედავად მარცხისა, სიონი სატურნირო ცხრილში, 28 ქულით  მეოთხე ადგილს ინარჩუნებს.  

სიონი მორიგ შეხვედრას, 16 ივნისს, ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” გამართავენ.

სიონი – რუსთავი მატჩის მიმოხილვა

ბოლნისი. თამაზ სტეფანია

სიონი – რუსთავი 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 სიჭინავა 7′, 0:2 ჩიმაკაძე 14′, 0:3 ქათამაძე 71′, 1:3 დვალი 88 (პენ)

სიონი: ზარქუა, გიორბელიძე, სვანიძე, თევზაძე, ჭეიშვილი, ჯაფიაშვილი ( ყურაშვილი 73′), გურეშიძე (ლილუაშვილი 66′), კოშკაძე, სიხარულია ( აღდგომელაშვილი 84′), უგულავა, დვალი (კაპ);
სათადარიგო: მაქაცარია, ნემსაძე, კოუოკო;

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

რუსთავი: ალავიძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, კილასონია (გუჯაბიძე 84′), მინდორაშილი, აფაქიძე, ბრაჭული, სიჭინავა ( ხოჯავა, 73′), გოგინაშვილი (ქათამაძე 36′), ლობჯანიძე, ჩიმაკაძე;

სათადარიგო: ლომინაშვილი, ნარიმანიძე, კილაძე, ცაცკრიალაშვილ;

მთ. მწვრთნელი:
ვარლამ კილასონია

მთავარი არბიტრი: ბაკურ ნინუა

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.