მარცხი გურიასთან

ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურის შეხვედრა ბოლნისის “სიონმა” სტუმრად, ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” გამართა. “სიონი” “გურიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით – 2:0 წააგო.

მატჩის 28-ე წუთზე ჯაბა დვალმა 11-მერტიანი ვერ გამოიყენა, რამაც კობა ჟორჟიკაშვილის გუნდზე ცუდად იმოქმედა. უფრო მოტივირებულები გახდნენ მასპინძლები, თუმცა “სიონის” მეკარემ, მიზნის მიღწევაში, რამდენჯერმე შეუშალა ხელი, მაგრამ ზარქუა მეორე ტაიმში ვეღარაფერს გახდა. დაცვის შეცდომით ბახიამ ისარგებლა და 49-ე წუთზე  ანგარიში გახსნა. 69-ე წუთზე გოგუაძემ დააწინაურა საკუთარი გუნდი სტუმრებმა თამაშის გადარჩ – 2:0. ბოლნისელებმა კი, მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მიმდინარე ჩემპიონატში “გურიამ” მეოთხე თამაში მოიგო, ხოლო “სიონმა” მეშვიდე მარცხი განიცადა. 

ჩვიდმეტი ტურის შემდეგ “სიონი” 28 ქულით ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა. 

ჩვენი გუნდი მორიგ შეხვედრას “სამგურალის” წინააღმდეგ გამართავს. 

16.06.2017 ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე.

სიონი – გურია  2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბახია 49’, 2:0 გოგუაძე 69’

გაფრთხილება: ტელა

გურია: ძაგანია (კაპ), შენგელია, ტელა, კოტრიკაძე, მეგრელიშვილი, შარიქაძე, ბახია (ჯაფარიძე 87’), კიკნაველიძე (მოსიძე 79), ტყემალძე, გოგუაძე, კაშია (ბარბაქაძე 60’);

სათადარიგო: ხვედელიძე, ბერიძე, წერეთელი, მალანია;

მთავარი მწვრთნელი: გია გურული

სიონი:
ზარქუა, გიორბელიძე, სვანიძე, თევზაძე, კირკიტაძე (აღდგომელაშვილი 73), ჯაფიაშვილი, გურეშიძე (ლილუაშვილი 61’), კოშკაძე, სიხარულია (ყურაშვილი 49), ჭეიშვილი, დვალი (კაპ);

სათადარიგო: მაქაცარია, ნემსაძე;

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.