სიონი – სამგურალის მატჩს ვადაჭკორია განსჯის

“სიონი” თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, წყალტუბოს  “სამგურალს” , 22 ივნისს უმასპინძლებს. შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას უკლება, ჟვანია და ავაზაშვილი (სათადარიგო) დაეხმარებიან.

 

სატურნირო ცხრილში გუნდებს თანაბარი 28-28 ქულა აქვთ. წარმატების შემთხვევაში, “სიონი” სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას გაიმყარებს.  

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა, მიმდინარე ჩემპიონატში, წყალტუბოელები ერთხელ უკვე დაამარცხეს. “სამგურალმა” “სიონს” მარტვილში, “მურთაზ ხურცილავაზე” უმასპინძლა და ანგარიშით – 2:4 დამარცხდა. “სიონმა” ჯაბა დვალის ჰეთრიკით და ალექსანდრე კოშკაძის გოლით იმარჯვა. 

სამი ქულისთვის ბრძოლა ბოლნისში, “თამაზ სტეფანიაზე, 22 ივნისს, 18:00 საათზე  გაიმართება.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.