სიონმა მზადება დაიწყო

ბოლნისის სიონმა ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო.  ამ პერიოდში, კლუბი ორმა ფეხბურთელმა –  ენვერ ლილუაშვილმა და  საბა აღდგომელაშვილმა დატოვა.   

დღეს ჩვენმა გუნდმა პაუზის  შემდეგ, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე

პირველი ვარჯიშს ჩაატარებს.

სიონი  მოსამზადებელ ეტაპს ბოლნისში გაივლის და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.  

ჯერჯერობით  უცნობია ვინ დაემატება სიონს. ამჟამად რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ შესახებ ინფორმაციას კვირის ბოლომდე გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ სიონმა ჩემპიონატის პირველი ეტაპი 31 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.