“სიონმა” მეორე ამხანგურიც მოიგო

ეროვნული ლიგა ორის საზაფხულო შესვენების მეორე ტესტ-მატჩი ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ლიგა ერთის ბინადარ საჩხერის “ჩიხურასთან”, ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გამართა და მეტოქე, მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი, მე-19 წუთზე, ლაშა მანაგაძემ გაიტანა.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა, პირველი სპარინგი, ასევე ლიგა 1-ის ბინადარ თბილისურ “ლოკომოტივს”, საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე მოუგო (2:1).

ორშაბათიდან, გუნდი, ბოლნისში შეკრებაზე გადადის და ეროვნული ლიგა ორის მესამე წრის პირველი შეხვედრისთვის, რომელსაც ბოლნისელები “ზუგდიდის” წინააღმდეგ 22 ივლისს, “თამაზ სტეფანიაზე” გამართავენ, ადგილზე მოემზადება.

ამხანაგური მატჩი. ბოლნისის. თამაზ სტეფანიასს სახელობის სტადიონი.
სიონი – ჩიხურა

გოლი: 1:0 ლაშა მანაგაძე 19’

პირველი ტაიმი: ზარქუა, ჯაფარიძე, თომაშვილი, სვანიძე, გიორბელიძე, მანაგაძე, ქიქავა, სიხარულია, პაპუაშვილი, კოშკაძე, დვალი;

მეორე ტაიმი: მაქაცარია, ჭეიშვილი, ნოზაძე, თევზაძე, ნემსაძე, ბულუხაძე, დენიანოსი, ყურაშვილი, კვარახელი, ჭანკოტაძე, მიქაბერიძე;

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.