მსაჯთა ბრიგადა ცნობილია – სიონი vs ზუგდიდი

ეროვნული ლიგა ორის საზაფხულო შესვენების შემდეგ, ბოლნისის “სიონი” პირველ შეხვედრას “ზუგდიდის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 22 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართება. 

სიონი – ზუგდიდის მატჩს, სანოძე განსჯის, მას კაკაბაძე, მაჩიტიძე და ხერხაძე (სათადარიგო) დაეხმარებიან.

მესამე წრის პირველ შეხვედრას, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი დანაკლისით ხვდება, დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ზურაბ თევზაძე ვერ დაეხმარება.  პირველი ტურის შეხვედრაში “სიონმა”  “ზუგდიდს”, სწორედ, თევზაძის ერთადერთი გატანილი გოლით მოუგო (სიონი – ზუგდიდი 1:0, 56′). 

საზაფხულო შესვენებაზე, “სიონმა” რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, გაძლიერდა თითქმის ყველა პოზიციაზე.  უმაღლესი ლიგის გუნდებთან ორი ტესტ-მატჩი გამართა და ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ბოლნისში მოემზადა.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.