ბრძოლა სამი ქულისთვის – მერანი vs სიონი

ეროვნული ლიგა ორის გათამაშების მორიგ შეხვედრას, ბოლნისის “სიონი, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, მარტვილის “მერანის” წინააღმდეგ, დღეს, გამართავს. 

მიმდინარე სეზონში, გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ლიგა ორის მეოთხე ტურში, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი სტუმრად, მინიმალური ანგარიშით – 1:0 დამარცხდა. “სიონი”, საშინაო არენაზე მარცხს,  ჯაბა დვალმა  გადაარჩინა. სტუმრები სერგეი ტრეტიაკმა დააწინაურა, საპასუხო გოლი  გუნდის კაპიტანმა, ჯაბა დვალმა გაიტანა. 

“მერანის” ბანაკში სიახლეებია, ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გიორგი მიქაძემ დატოვა. “სიონის” წინააღმდეგ გუნდს, მისი ასისტენტი არჩილ ღურცკაია გაიყვანს. 

“მერანი” – “სიონის” მატჩს ხარიტონაშვილი განსჯის. ასისტენტობას ჟვანია, ჟივაძე და  ნაკაიძე (სათადარიგო) გაუწევენ.

შეხვედრა, მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.

 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.