ჰეთრიკის და დუბლის ავტორები ტურის სიმბოლურში 

ეროვნული ლიგა 2-ის  23-ე ტურის სიმბოლურში, სპორტული გვერდის, “სპორტ ექსპრესიის” ვერსიით ორი ბოლნისელი მოხვდა – ლაშა მანაგაძე და ჯაბა დვალი. ​ბოლნისელმა თავდამსხმელებმა  მეტოქე დუბლით და ჰეთრიკი გაანადგურეს.

მანაგაძემ ორი, ხოლო დვალმა სამი გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში თავი, ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ვაჟა ქიქავამაც გამოიჩინა, მან  “სიონის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. 

23-ე ტურში “სიონმა”, საშინაო არენაზე” ტყიბულის “მეშახტეს” დამაჯერებლად, 6:1 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია განიმტკიცა. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.