ბრძოლა სამი ქულისთვის – რუსთავი vs სიონი  

ბოლნისის “სიონმა” სამდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი, “თამაზ სტეფანიაზე” შეიკრიბა და “რუსთავთან” გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო.  

ბოლნისელები, ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურის შეხვედრას, სტუმრად, უშუალო კონკურენტთან, “რუსთავთან” გამართავენ. მატჩი, 9 სექტემბერს, რუსთავში, “ფოლადის” სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება. 

წინა ტურში ორივე გუნდმა ფრე ითამაშა. ბოლნისელები, საშინაო არენაზე, “ვიტ ჯორჯიასთან” 1:0 იგებდნენ, მაგრამ შეხვედრის დამატებით წუთზე დანიშნულ საჯარიმოს, “სიონის” კარში, გოლი მოყვა და შეხვედრა ფრე – 1:1 დასრულდა.  გოლის გარეშე დასრულდა თამაში, “მურთაზ ხურცილავაზე”, “რუსთავი” მარტვილიდან ერთი ქულით დაბრუნდა. 

24 ტურის  შემდეგ “სიონს” 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, ჩვენი მეტოქე კი, 52 ქულით მეორე ადგილს იკავებს. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.