მსაჯთა ბრიგადა ცნობილია – “რუსთავი” vs “სიონი” 

ეროვნული ლიგა 2-ის 25-ე ტურში, “სიონი” “რუსთავს” დაუპირისპირდება. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი სამი ქულისთვის, 9 სექტემბერს, “ფოლადის” სტადიონზე იბრძოლებს.

გასულ ტურში ორივე გუნდმა ფრე ითამაშა. ბოლნისელები, საშინაო არენაზე, “ვიტ ჯორჯიასთან” 1:0 იგებდნენ, მაგრამ შეხვედრის დამატებით წუთზე დანიშნულ საჯარიმოს, “სიონის” კარში, გოლი მოყვა და შეხვედრა ფრე – 1:1 დასრულდა.  გოლის გარეშე დასრულდა თამაში, “მურთაზ ხურცილავაზე”, “რუსთავი” მარტვილიდან ერთი ქულით დაბრუნდა. 

24 ტურის  შემდეგ “სიონს” 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, ჩვენი მეტოქე კი, 52 ქულით მეორე ადგილს იკავებს. 

ბოლნისელები  რუსთავში უდანაკლისოდ ჩადიან. მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო, გიორგი გაფრინდაშვილი და გურამ მინდორაშვილი დააკლდებათ. 

ლიდერების დაპირისპირებას ჯენერი ხორავა უმსაჯებს, მას უკლება, გაბისონია და ხუბულური (სათადარიგო) დაეხმარებიან. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.