ზარქუა და დემიანოსი ტურის სიმბოლურში

საფეხბურთო ჩემპიონატის  25-ე ტურის სიმბოლური გუნდი, სპორტულმა გვერდმა, “სპორტ ექსპრესმა”გამოავლინა, სადაც ორი ბოლნისელი ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში “სიონის”

მეკარე თორნიკე ზარქუა და უკრაინელი ლეგიონერი რუსლან დემიანოსი მოხვდნენ. 

ეროვნული ლიგა ორის 25-ე ტურში, “სიონი” “რუსთავს” “ფოლადზე” დაუპირისპირდა, მატჩი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა. 

ბოლნისის “სიონი” მორიგ შეხვედრას, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 15 სექტემბერს, 17:00 საათზე, ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ გამართავს. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.