“არემჯის” ტურნირზე “სიონმა” თავისი რჩეული გამოავლინა

დაბა კაზრეთში,  კომპანა “არემჯის” ტრადიციული ტურნირი – “არემჯის თასი 2017” დასრულდა. ფინალური შეხვედრები გუშინ, 5 ოქტომბერს გაიმართა. 

დაძაბული და უხვგოლიანი ფინალი, რომელშიც გუნდი 126-ე და 99-ე ეჯიბრებოდნენ,  126-ს გამარჯვებით დასრულდა. საპატიო მე-3 ადგილი ტურნირის დებიუტანტებს – „პატარა ბიჭებს“ ერგოთ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო და „არემჯის თასი“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ გადასცა და მოთამაშეებს წარმატება უსურვა. ტურნირის 5 საუკეთესო მოთამაშეს კომპანიის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა.
ფინალურ შეხვედრებს  საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დირექტორი ბუბა ტყავაძე და მოთამაშეები ესწრებოდნენ. გუნდის კაპიტანმა ჯაბა დვალმა და ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძემ პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადასცეს. “სიონის”  წარმომადგენლებმა ფინალურ შეხვედრაში „სიონის რჩეულიც“ გამოავლინეს. ლევან ფოლადიშვილს კლუბის  დირექტორმა ბუბა ტყავაძემ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ბუბა ტყავაძის თქმით, მსგავს ტურნირებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამით ხდება ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რასაც კომპანია “არემჯი” ხელს უწყობს. 

“სასიამოვნოა, რომ ამდენი მაყურებელი ესწრება ტურნირს და არის დიდი დაინტერესება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლუბი მონაწილე გახდა ამ ღონისძების.

ჩვენი სპონსორი – “არემჯი” კარგ სოციალურ საქმეს აკეთებს, რომელიც ხელს უწყობს  ფეხბურთის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას”, – ამბობს ტყავაძე. 

“როგორც ვიცი კომპანია “არემჯი” მინი ფეხბურთის ტურნირს ტრადიციულად ატარებს, რაც მისასალმებელია. ჩვენ დღე დავინახეთ დიდი ინტერესი ფეხბურთისადმი. კომპანია “არემჯი” ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახდენს, კარგი იქნება თუ სხვა კომპანიებისთვისაც გახდება მაგალითი და ხშირად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, – განაცხადა “სიონის” კაპიტანმა ჯაბა დვალმა. სიონის დირექტორი ბუბა ტყავაძე; სიონის კაპიტანი ჯაბა დვალი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.