ამხანაგური მატჩი დინამოსთან

ჩემპიონატის განახლებამდე, ბოლნისის სიონმა, ეროვნული ლიგა 1-ის წარმომადგენელთან  ამხანაგური მატჩი გამართა. 

დინამო თბილისის ბაზაზე გამართული დაპირისპირება, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა

მინიმალური ანგარიშით – 1:0 წააგო. 

მატჩის ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე დავითაშვილმა გაიტანა. თბილისელებმა ბოლნისელთა კარის აღება კონტრშეტევაზე შეძლეს. 


სიონის მთავარმა მწვრთნემა დინამოსთან ორი შემადგენლობით ითამაშა:

პირველი ტაიმი: ზარქუა, თევზაძე, ნოზაძე, თომაშვილი, ჯაფარიძე, მიქაბერიძე, ქიქავა, დემიანოსი, კოშკაძე, მანაგაძე დვალი; 

მეორე ტაიმი: მაქაცარია,  ჭეიშვილი, თევზაძე, ნოზაძე, ხაბელაშვილი, ყურაშვილი, გურეშიძე, პაპუაშვილი, ჭანკოტაძე, სიხარულია, კვარაცხელია;

სიონი, ეროვნული ლიგა 2-ის მორიგ კალენდარულ შეხვედრას, 13 ოქტომბერს ცხინვალის წინააღმდეგ გამართავს. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.