კობა ჟორჟიკაშვილი:” ყველა თამაშს უნდა მივუდგეთ სრული პასუხისმგებლობით”

ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრა  “სიონისთვის” წარუმატებელი გამოდგა. ბოლნისური გუნდი “ცხინვალთან” ანგარიშით – 4:2 დამარცხდა. 

მიუხედავად მარცხის “სიონის” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს ინარჩუნებს და უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. 

მატჩის შემდეგ, “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა რის გამოც დაისაჯნენ:

“რთული თამაში გამოდგა ჩვენთვის, მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა. ამის მიზეზი კი, დაწყნარებულ სიტუაციაში უფრო გამოჩნდება. ქვეცნობიერად, რამდენიმე ფეხბურთელმა და ალბათ მთლიანად გუნდმა, მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასეს. ჩემს ფეხბურთელებს მოვუწოდებ, რომ ამ მიმართულებით მეტად  იყვნენ ყურადღებით. რაც უფრო მივდივართ ფინალისკენ მით უფრო რთული და დაძაბული ხდება თამაშები. გუნდების ნაწილი ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვის, ნაწილი კი უმაღლესში მოსახვედრად. ამიტომ ყველა თამაშს უნდა მივუდგეთ სრული პასუხისმგებლობით, რაც დღეს ვერ მოვახერხეთ. 12 წუთში სამი გოლი გავუშვით, რაც საგანგაშოა. ამას კარგი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა სჭირდება, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს”, – აღნიშნა ჟორჟიკაშვილმა

“სიონი” მორიგ შეხვედრას, 19 ოქტომბერს, გათამაშების ლიდერთან, მარტვილის “მერანთან” გამართავს. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.