სამი ბოლნისელი ტურის სიმბოლურში

ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურში სპორტული გვერდის “სპორტ ექსპრესის” ვერსიით სამი ბოლნისელი მოხვდა.

32-ე ტურში, “სიონმა” გასვლაზე ტყიბულის “მეშახტეს”  1:2 სძლია და ცხრილში 57 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა. “სპორტ ექსპრესმა” ტურის სიმბოლური შეადგინა, სადაც ტურის მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი დასახელდა. 

გარდა მთავარი მწვრთნელისა, ჩვენი გუნდიდან, “სპორტ ექსპრესის” სიმბოლურში გიორგი ჭანკოტაძე და ზვიად სიხარულია მოხვდნენ. 

გიორგი ჭანკოტაძე, რომელიც მწვრთნელმა მეორე ტაიმში უხმო, შეცვლდან 5 წუთში გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. გატანილი გოლიდან კიდევ ხუთ წუთში საგოლე პასი გააკეთა, მან საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ჩააწოდა, რომელსაც თევზაძე თავით გამოეხმაურა და გამარჯვების გოლი გაიტანა. სამი ქულისთვის მთლიანად  გუნდმა იბრძოლა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო ნახვერამცველი ზვიად სიხარულია. 

“სიონი” მორიგ შეხვედრას, “მცხეთა პარკზე”, 3 ნოემბერს,  ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.