გოლის ავტორები ტურის სიმბოლურში

გურამ გიორბელიძე და ლაშა მანაგაძე ტურის სიმბოლურში მოხვდნენ. ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურში, ბოლნისის სიონმა, გასვლით მატჩზე, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, სადაც უდიდესი წვლილი, სწორედ გიორბელიძემ და მანაგაძემ შეიტანეს. “მცხეთა პარკზე”, ვიტ ჯორჯიას კარი, ჯერ გურამ გიორბელიძემ აიღო და ანგარიში გაათანაბრა (1:1), შემდეგ კი, შეცვლაზე შემოსულმა ლაშა მანაგაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. ლოგიკურია, რომ სპორტულმა გვერდმა “სპორტ ექსპრესმა” საუკეთესო თერთმეტეულში – გიორბელიძე და მანაგაძე შეიყვანა.

სიონი მორიგ შეხვედრას, სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ნოემბერს, გათამაშების ლიდერთან, რუსთავთან გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.