ქვემოქართლელთა დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით დასრულდა

ეროვნული ლიგა 2-ის 34-ე ტურის შეხვედრა გამართა ბოლნისის “სიონმა”, რომელიც საშინაო არენაზე, გათამაშების ლიდერთან, “რუსთავთან” მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. 

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 64-ე წუთზე სიჭინავამ გაიტანა.  საგოლე მომენტები მრავლად ჰ​ქონდა კობა ჟორჟიკაშვილის გუნდსაც, თუმცა მიზანს ვერც ერთხელ უწიეს. 

წაგების მიუხედავად, სატურნირო ცხრილში, ბოლნისელებისთვის არაფერი შეცვლილა. მათ პლეი ოფის საგზური, სამი ტურით ადრე გაინაღდეს

“სიონი” მორიგ შეხვედრას, 21 ნოემბერს, “ევგრაფი შევარდნაძეზე”, ლანჩხუთის “გურიას” წინააღმდეგ გამართავს. 

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”

17.11.2017

სიონი – რუსთავი 0:1 (0:0)

სიონი: ზარქუა, ჯაფარიძე, ნოზაძე, თევზაძე, გიორბელიძე, ქიქავა, სიხარულია (ყურაშვილი), კოშკაძე, მიქაბერიძე, ჭანკოტაძე (პაპუაშვილი), დვალი (კაპ) (უგულავა);

სათადარიგო: ორთოიძე, თომაშვილი, ნემსაძე, გურეშიძე.

რუსთავი: ალავიძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სამხარაძე, მინდორაშვილი ( ქათამაძე), ციცქიშვილი (გოგინაშვილი), მეტრეველი, გუჯაბიძე, სიჭინავა (კილასონია), კილაძე, აფაქიძე;

სათადარიგო: მერლანი, კირკიტაძე,​ ცაცკრიალაშვილი, ​ ლობჯანიძე;

მთავარი მწვრთნელი: : ვარლამ კილასონია

მთავარი არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.