სიონი საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდა

ეროვნული საფეხბურთო ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში, ბოლნისის სიონმა, ბათუმის “რაგბის არენაზე”, ადგილობრივი “დინამო” პენალტების სერიაში დაამარცხა (3:2) და ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა.

ბათუმის “დინამო” მე-8 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააწინაურა. 23-ე წუთზე კი თევდორაძემ 11-მეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო. შეხვედრის მიწურულს, ალექსანდრე კოშმაძემ წონასწორობა საჯარიმოთი აღადგინა და გუნდები შესვენებაზე ანაგრიშით – 1:1 გავიდნენ.

გაცილებით საინტერესო გამოდგა მატჩის მეორე ნაევარი.

კვასოვმა და მარცვალაძემ ბათუმელთა უპირატესობა სამამდე გაზარდეს და თითქოს, ყველაფერი ბათუმელების სასარგებლოდ დამთავრდა, მაგრამ … ბოლნისელებს ერთი გოლი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ დამატებით დროში გადაეყვანათ თამაში, რადგან პირველი მატჩი, ამ გუნდებს შორის სწორედ 3:2 დასრულდა.

ბოლნისელთა 77 ნომერმა, ზვიად სიხარულიამ თამაშის დასრულებამდე, რამდენიმე წუთით ადრე თავით შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ამით დამატებით დროში თამაშის უფლება მოიპოვა.
დამატებით დროში გოლი არ გასულა. 11-მეტრიანების სერიაში კი “სიონმა” “დინამო” დაჩაგრა.

უნდა აღინიშნოს ბოლნისელთა მეკარის, თორნიკე ზარქუას კარგი თამაში, პენალტების სერიაში, რომელმაც ორი ბურთის მოგერიება შეძლო. “სიონიდან” 11-მეტრიანი მხოლოდ გიორგი ჭანკოტაძემ ვერ გამოიყენა, საბოლოო წერტილი კი შეხვედრას, გუნდის კაპიტანმა, ჯაბა დვალმა დაუსვა, რომელმაც უკვე დასრულებულ სეზონში 21 ბურთი მიითვალა, ხოლო ფლეი ოფის პირველ დაპირისპირებაში ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. დვალის გატანილმა 11-მეტრიანმა ბოლნისის “სიონს” უმაღლესი ლიგის საგზური მოუტანა.

ბოლნისური კლუბი, გარდამავალ ჩემპიონატში, ქობულეთის “შუქურასთან” პლეი აუტის ორმატჩიან დუელში დამარცხდა და ლიგა 2-ში ჩამოქვეითდა, თუმცა ახალმა ხელმძღვანელობამ არსებული სიძნელეები დაძლია და სეზონი წარმატებით ჩაამთავრა. 2018 წლის სეზონში, “სიონი” საფეხბურთო ელიტაში, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.