“სიონმა” ლიცენზირება წარმატებით გაიარა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ბოლნისის “სიონმა” 2018 წლის სალიცენზიო ციკლი წარმატებით გაიარა. ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით ს/კ “სიონს” მიენიჭა ეროვნული

ლიცენზია, რომლის თანახმად კლუბი პრო და “ა” ლიცენზიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისური კლუბი ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს. “სიონმა” ბათუმის “დინამოს” ორმატჩიან დუელში აჯობა და ელიტაში დაბრუნდა. 

ეროვნული ლიგა მარტის თვეში განახლდება. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.