გულშემატკივართა რჩეული თორნიკე ზარქუა გახდა

სპორტული გვერდს “სპორტ ექსპრესის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, სადაც გულშემატკივარი სიმბოლური ნაკრებისთვის თავის ფავორიტ ფეხბურთელს ასახელებს,  ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მეკარის ნომინაციაში, ხმათა უმრავლესობით,

ბოლნისის სიონის მეკარემ თორნიკე ზარქუამ გაიმარჯვა. 

27 წლის მეკარე სიონს ლიგა ორში შემოუერთდა და ბოლნისელი გულშემატკივრის სიყვარული მალევე მოიპოვა. თორნიკე ზარქუას დიდი წვლილი მიუძღვის სიონის წარმატებაში. 

“მოხარული ვარ, რომ სპორტული გვერდები მსგავს აქტივობებს ატარებენ და სპორტსმენებს მოტივაციას აძლევენ იყვნენ უფრო საინტერესოები. მოხარული ვარ რომ კოლეგებს შორის გამოკითხვაში მოვხვდი. მახარებს ის ფაქტიც, რომ  გულშემატკივარმა არჩევანი ჩემზე გააკეთა, მათ ჩემი შრომა დააფასეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. 

მინდა აღვნიშნო, რომ ჩამოთვლილ მეკარეებს შორის უნდა ყოფილიყო მიხეილ ალავიძე, რომელიც მართლა საუკეთესო იყო “რუსთავის” რიგებში, მირზა მერლანთან ერთად.

 ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ გამოკითხვაში  გავიმარჯვე და ყველას დიდი მადლობა დაფასებისთვის. თქვენ მე გამახარეთ და ამით მომეცით  დიდი სტიმული უკეთ წარმოვაჩნო ჩემი თავი”,-  აღნიშნა თორნიკე ზარქუამ. 

თორნიკე ზარქუას სეივები 2017 წლის სეზონში

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.