2017 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – ზვიად სიხარულია

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის 10 ნახევარმცველებს შორის, ბოლნისის “სიონის” ნახევარმცველი – ზვიად სიხარულია დასახელდა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში არაერთხელ მოხვედრილა ტურის სიმბოლურ გუნდში.

 

ზვიად სიხარულიამ ჩვენს ვებ – გვერდთან კომენტარი გააკეთა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. 

“სასიამოვნო და სასიხარულოა ხალხის რჩეული, რომ გავხდი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ხმა მომცა და ჩემი შრომა, მონდომება დააფასა. მათი მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემია.  

მადლობა მინდა გადავუხადო  ბოლნისურ კლუბს, ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ შესანიშნავი ატმოსფერო დამხვდა. მეგობრულმა და საქმიანმა გარემომ გუნდს წარმატება მოუტანა. “სიონის” მაისურით მოთამაშე თითოეული ფეხბურთელი ბევრ შრომას ეწეოდა გულშემატივრის გასახარებლად. ჩვენ ერთად შევძელით წარმატების მიღწევა და უფრო დიდი წარმატებები წინ გველის”, –  განაცხადა სიხარულიამ.

შეგახსენებთ, რომ სპორტული გვერდი “სპორტ ექსპრესი” ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო გუნდს ადგენს. მეკარებს შორის რჩეული ჩვენი გუნდის მეკარემ, თორნიკე ზარქუა გახდა. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.