ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესოებს შორის სამი ბოლნისელი ფეხბურთელი დასახელდა

სპორტული გვერდის, “სპორტ ექსპრესის” მიერ ჩატარებული გამოკითხვა დასრულდა. ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის საუკეთესო თავდამსხმელი, ბოლნისის სიონის კაპიტანი და გოლიადორი, ხმათა უმრავლესობით ჯაბა დვალი გახდა. 

ჯაბა დვალმა ჩემპიონატში 36 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. 

“სპორტ ექსპრესის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, სხვადასხვა სათამაშო პოზიციაზე, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის სიმბოლური გუნდის შედგენას ემსახურება, გამოკითხვაში კიდევ ორმა ბოლნისელმა ფეხბურთელმა გაიმარჯვა. გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, საუკეთესოებს შორის დასახელდნენ – მეკარე თორნიკე ზარქუა და ნახევარმცველი ზვიად სიხარულია. ამგვარად, სიმბოლურ გუნდში სამი ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელი მოხვდა.  

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის “სიონმა” პლეი ოფში, ბათუმის დინამო ორმატჩიან დუელში დაამარცხა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა. 

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.