გია ცეცაძემ თურქულ შეკრებაზე სიონის მცველი წაიყვანა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, დღეს თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრა,სადაც 5-დღიან შეკრებას გაივლის. თურქულ შეკრებაზე იმყოფება ბოლნისის სიონის მცველი, გურამ გიორბელიძე.

გიორბელიძე 21-წლამდელთა გაფართოებულ შემადგენლობაში, გია გეგუჩაძის დროსაც ხშირად ხვდებოდა, თუმცა მას შანსი ჯერ არ მისცემია. ფეხბურთელი შანსს,რათა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები ახალგაზრდული ნაკრებში, ახალ მთავარ მწვრთნელთან – გია ცეცაძესთან ელოდება.

 
21-წლამდელები  ვარჯიშების გარდა, 23 იანვარს ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთან. ეს იქნება გია ცეცაძის სადებიუტო შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.