ბოლნისის ,,სიონის” მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი და ფეხბურთელი ვაჟა ქიქავა სტუმრად რადიო ჯაკოში

რა ცვლილებები განხორციელდა და როგორ ემზადება ბოლნისის ,,სიონი“ ახალი სეზონისთვის, ამ თემებზე “ღია მიკროფონში” კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟირჟიკაშვილმა და ფეხბურთელმა ვაჟა ქიქავამ ისაუბრეს.

რა ცვლილებები განხორციელდა გუნდში ახალი სეზონისთვის?

კობა ჟორჟიკაშვილი:
გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ბუნებრივია ცვლილებებს საჭიროებს. გარკვეულმა ფეხბურთელებმა დატოვეს ბოლნისის ,,სიონი“, თუმცა მოხარული ვარ რომ ახალი გუნდის მშენებლობა არ გვიწევს და ბირთვის შენარჩუნება შევძელით. ახალი სეზონისსთვის დავიმატეთ ფეხბურთელები და შეიძლება ითქვას, რომ ყველა პოზიციაზე არის კონკურენცია.

თქვენს ხელთ არსებული რესურსი იძლევა კარგი სათადარიგო სკამის არსებობის საშუალებას?

კობა ჟორჟიკაშვილი: თითოეულ პოზიციაზე გვყავს 2-2 ფეხბურთელი. თეორიულად ეს იძლება საფუძველს სათადარიგო სკამის არსებობის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ნაყოფიერად ჩავატარებთ მოსამზადებელ პერიოდს.

ვაჟა თქვენ როგორ შეაფასებთ გუნდში არსებულ ატმოსფეროს?

ვაჟა ქიქავა: რა თქმა უნდა ბოლნისის “სიონი“ დაბალი მიზნებისთვის არ იბრძოლებს. სურვილი გვაქვს ეროვნულ ლიგაში რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე გავიდეთ. ატმოსფერო გუნდში კარგია. რაც მთავარი არის კონკურენცია და არის ყველა პირობაა იმისთვის, რომ ახალ სეზონში მინიმუმ ხუთეულში მოხვდეს კლუბი.

იქნება წელს ბოლნისის “სიონი“ კონკურენტული გუნდი ეროვნულ ლიგაში?

კობა ჟორჟიკაშვილი: რომ გადავხედოთ გუნდებს ვნახავთ, რომ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში იქნება კონკურენცია. ყველა კლუბი ძლიერდება და არცერთი თამაში მარტივი არ იქნება. აქედან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება ბევრს გაუჭირდება. ჩვენი ამოცანა იქნება ადგილის შენარჩუნება და რაც შეიძლება მაღალი პოზიციის დაკავება. დანარჩენი გამოჩნდება. ვდებთ პირობას, რომ ყველასთავის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.

როგორ მიდის მოსამზადებელი პერიოდი?

კობა ჟორჟიკაშვილი: ახალი სეზონისთვის მზადება 10 იანვრიდან დავიწყეთ. პირველ კალენდარულ თამაშამდე 6 კვირა გვაქვს და საკმარისი დროა. ვემზადებით თბილისში. განვიხილავდით შეკრების თურქულ ვარიანტსაც, თუმცა მოხდა გარკვეული აზრების შეჯერება და ვარჩიეთ რომ ადგილზე გაგვევლო მომზადება. დასკვნითი შეკრება კი დაგეგმილია თებერვლის მეორე ნახევრიდან. საერთო ჯამში ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლნისის “სიონი” 8 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. უახლოესი ტესტ-მატჩი კი “თელავის“ წინააღმდეგ 3 თებერვალს გველის. ჩასატარებელი თამაშები მოგვცემს იმის საშუალებას განვსაზღვროთ ოპტიმალური შემადგენლობა და სათამაშო სისტემას.

რას იტყვით ამხანაგურ შეხვედრებზე. ზოგადად რამდენად მარტივია მოტივაცია დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად მსგავს დაპირისპირებებში?

ვაჟა ქიქავა: მთავარია თამაშისთვის მომზადება და სწორად განწყობა. პირველ შეხვედრას რაც შეეხება, რომელიც გუნდმა გორის “დილას“ წინააღმდეგ გამართა ნორმალური იყო. ფიზიკური კონდინციები ოპტიმალური ჯერ არ არის, მაგრამ ნელ-ნელა შევალთ ფორმაში და უკეთ შევეწყობით ერთმანეთსაც.

ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში გარკვეული ცვლილებები მოხდა სხვადასხვა კუთხით. რამდენად აისახა ეს ყველაფერი სათამაშო ხარისხზე და როგორია განსხვავება ეროვნულ ლიგასა და ლიგა-2 შორის?

კობა ჟორჟიკაშვილი: გასულ სეზონში ლიგა2-ში საკმაოდ ძლიერი გუნდები იყვნენ და ახლაც რჩებიან. კლასით ეროვნულ ლიგას ჩამორჩება თუმცა ორთაბრძოლების თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას და ბოლნისის “სიონის“ ადაპტაციას; უმაღლეს ლიგაში უფრო მეტი ხარისხიანი ფეხბურთელი თამაშობს, სისწრაფეც მეტია, რაც დროის და სივრცის დეფიციტს იწვევს. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვცდილობთ, რომ მომზადებულები შევხვდეთ ლიგა 1-ის მოთხოვნებს. ფორმატი და სხვა ცვლილებები რამდენად შედეგიანია უნდა დაითვალოს. მე ციფრების ენა მიყვარს, სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს შეფასება და ხარისხის განსაზღვრა.

https://4u.ge/ka/koba-zhorzhikashvili-me-tsifrebis-ena-miqvars

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.