სიონის მთავარი მწვრთნელი PRO ლიცენზიის კურსზე

თბილისში, მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსი დაიწყო. კურსის ერთ-ერთი მონაწილე, ბოლნისის სიონის მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილია.

PRO ლიცენზიის კურსის დაწყებამდე, მწვრთნელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და უეფას მწვრთნელთა განათლების პროგრამის წარმომადგენლებმა მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის კურსს, ვასილ მაისურაძე გაუძღვება, რომელიც სფფ-ის მწვრთნელთა განვითარების განყოფილების ხელმძღვანელია.

მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსი, 20 თებერვალს დაიწყო.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.