საბურთალო – სიონის მატჩის დაწყების დრო შეიცვალა

 ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი საბურთალოსა და სიონს შორის, 19:00 საათის ნაცვლად, 20:00 საათზე გაიმართება.

 

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას – მშვიდობა ომზე მეტია უერთდება, რომელიც 4 მარტს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. გამომდინარე აქედან, ცვლილებები შევიდა ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩების განრიგში. 

ოკუპაციის წინააღმდეგ, აქციას უერთდება საფეხბურთო კლუბი ბოლნისის სიონიც.

22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უკანონო ფორმირებებმა, ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მათ მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილია

  

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.