ახალი სათამაშო ფორმა და ახალწვეულები

ბოლნისის სიონისთვის სეზონი ხვალ იწყება. ეროვნული ლიგა ერთის პირველი ტურის შეხვედრას, სიონი სტუმრად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

ბოლნისური კლუბი ახალი სეზონისთვის თბილისში მოემზადა. შენარჩუნდა გუნდის ძირითადი ბირთვი, თუმცა საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა. კობა ჟორჟიკაშვილმა გუნდი რამდენიმე პოზიციაზე გააძლიერა – სიონის რიგებს რვა ახალი ფეხბურთელი შეუერთდა.

ბოლნისის სიონი ეროვნული ლიგა ერთში ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებს. საფეხბურთო კლუბის მიერ გამოცხადებულ ტენდერში SBM-მა გაიმარჯვა. სიონი JOMA-ს ეკიპირებით შეიმოსა.

წელს პირველად გუნდი ლოგოს ფერებში ითამაშებს. სიონი საშინაო თამაშებს ყვითელ, ხოლო გასვლით შეხვედრებს თეთრი ფერის მაისურებით გამართავს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.