ზარქუა ტრიბუნაზე, მაჭარიძე მთავარ მსაჯად – სამტრედია vs სიონი

ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვერას ბოლნისის სიონი სამტრედიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დღეს, მიხეილ მესხის სხელობის სტადიონზე, 16:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრას მაჭარიძე განსჯის, მას ვარამაშვილი, კოკაია და ქუხილავა დაეხმარებიან.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი დანაკლისითაა. გასულ ტურში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ბოლნისელთა მეკარე, 83-ე წუთზე მოედნიდან გააძევა, რის გამოც დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

ეროვნული ლიგის პირევლ ტურში ბოლნისელები საბურთალოს “მიხეილ მესხზე” ესტუმრნენ, პირველი ტაიმი ზვიად სიახრულიას გოლით მოიგეს, თუმცა მასპინძლებმა ტაიმბოლის გაკეთება შეძლეს და სტუმრები ანგრიშით – 3:1 დაამარცხეს.

რაც შეეხებათ სამტრედიელებს, მათ ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს. “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, თბილისის ლოკომოტივი ერისთავის და ოლაიტანის გოლებით დაამარცხეს. შეხვედრა 1:2 დასრულდა.

სამტრედია – სიონის მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

Developed byMaker Ltd.